თისელის ციხე

თისელის ციხე

თისელის ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელში მდებარეობს, სოფლის განაპირას, შემაღლებაზე. იგი სავარაუდოდ XIV-XV საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. სიმაგრე დღესდღეობით ძალიან დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ციხე ნაგებია ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. სოფელ თისელთან ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ XIII-XIV საუკუნეების თისელის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსი და XIV-XV საუკუნეების გუმბათოვანი ეკლესია.

 

დვირის ციხე

დვირის ციხე

დვირის ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დვირის თავზე, მთაზე მდებარეობს. იგი XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. დვირის ციხე სტრატეგიული სიმაგრე ყოფილა, ის მტკვრისა Read more

თავკავთის კომპლექსი

თავკავთის კომპლექსი

თავკავთის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ წინარეხიდან დაახლოებით 7-8 კმ-ის დაშორებით, მდინარე კავთურისა და ბოტისისწყლის გამყოფი ქედის კლდოვან კონცხზე. კომპლექსი მოიცავს: ციხე-გალავანს, წმ. გიორგის ეკლესიასა Read more

მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი

მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი

მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ წინარეხიდან 2,5 კმ-ის დაშორებით. კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ნაგებობას, ესენის: მაღალაანთ ეკლესია, სოლომონ მაღალაძის სამრეკლო, პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვალე, ზემო კოშკი (პაპუა მაღალაძის კოშკი), აფთიაქი, გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთებს. ანსამბლის მთავარი ნაგებობაა XII საუკუნის Read more