მერაბ ციციშვილის საძვალე

მერაბ ციციშვილის საძვალე

მერაბ ციციშვილის საძვალე

მერაბ ციციშვილის საძვალე შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში მდებარეობს, სამწევრისის წმ. გიორგის ეკლესიის გვერდით. იგი XVI საუკუნის II ნახევრით თარიღდება. საძვალე ამ ადგილის მფლობელისთვის – მერაბ ციციშვილისათვის ააგეს მისმა მეუღლემ და შვილმა. 1940 წელს Read more

კასპის აკლდამები (კასპის ნეკროპოლი)

კასპის აკლდამები (კასპის ნეკროპოლი)

კასპის აკლდამები შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ქალაქ კასპის დასავლეთით 1 კმ-ში. კომპლექსი გვიანი ანტიკური ხანით, I-III საუკუნეებით თარიღდება და იგი ერთადერთი კლდეში ნაკვეთი ნეკროპოლია საქართველოში. Read more

ბეშთაშენის ციკლოპური ნამოსახლარი

ბეშთაშენის ციკლოპური ნამოსახლარი

ბეშთაშენის ციკლოპური ნამოსახლარი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენში მდებარეობს. იგი მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მოიცავს პერიოდებს მეზოლითური ხანიდან ახ.წ. XVII საუკუნის ჩათვლით. ნამოსახლარსა და სამაროვნებს 30 ჰა ფართობი უჭირავს. მდინარე გერიაკ-ჩაისა და მდინარე ბაშკოვ-სუს ხერთვისში, მაღალ კანიონებს შორის მოქცეული კონცხის ჩრდილოეთი ნაწილი გადაკეტილია მძლავრი „ციკლოპური” კედლით. Read more

სამშვილდის ნაქალაქარი

სამშვილდე

სამშვილდის ნაქალაქარი

სამშვილდე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ციხე-ქალაქია, რომელიც ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი განლაგებულია სოფელ სამშვილდის მახლობლად, მდინარე ჭივჭავისა და ხრამის შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებულ კონცხზე. სამშვილდის ნაქალაქარს უძველესი ისტორია აქვს. ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარე გამოქვაბულები, მენჰირები, ნამოსახლარები და Read more