
სხვილოს ციხე შუა საუკუნეების ძეგლია, რომელიც შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აგებულია XIV საუკუნეში. აქ არის გადაღებული რამდენიმე სცენა ქართული მხატვრული ფილმისა – “შერეკილები”. ციხე წარმოადგენს Read more


სხვილოს ციხე შუა საუკუნეების ძეგლია, რომელიც შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აგებულია XIV საუკუნეში. აქ არის გადაღებული რამდენიმე სცენა ქართული მხატვრული ფილმისა – “შერეკილები”. ციხე წარმოადგენს Read more


ჭიქიანის მენჰირი ძვ.წ. II-I ათასწლეულების მეგალითია. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელი ნარდევანიდან ფარავნისაკენ მიმავალი სამაქანო გზისა და მარაბდა-ახალქალაქის რკინისგზის სამხრეთით, ზღვის დონიდან 2168 მეტრზე, ჭიქიანის მთასთან. მენჰირი დამზადებულია ბაზალტის მონოლოთისაგან. წვერზე გაკეთებული აქვს ღრმული. მისი სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრია. მონოლითის ძირი წახნაგოვანია, თუმცა ეს ნაწილი მიწაშია მოქცეული და მხოლოდ ფოტოში შეგვიძლია ნახვა. მენჰირს დიდი ვარაუდით ჰქონდა საკულტო დანიშნულება (ნაყოფიერების კულტი). მის მიმდებარე ტერიტორიებზე არის ყორღანები და ნამოსახლარები. იქვეა თავფარავნის ობსიდიანის საბადოც და მწვანე მინდორში მიმოფანტული მოელვარე შავი ქვები ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნის.



სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მცხეთაში მდებარეობს და XI საუკუნით, 1010-1029 წლებით თარიღდება. ის ერთ-ერთია საქართველოს ოთხ დიდ კათედრალთაგან, რომლებიც X საუკუნის II ნახევარსა და XI საუკუნის I ნახევარში აიგო: ოშკი, ბაგრატი, ალავერდი, სვეტიცხოველი. ქართული წერილობითი წყაროების თანახმად, კათედრალი დგას ქრისტეს კვართის საფლავზე. სვეტიცხოვლის ამჟამინდელი ტაძრის ადგილას პირველი ეკლესია Read more


მღვიმევის დედათა მონასტერი იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მახლობლად მდებარეობს. იგი XIII საუკუნით თარიღდება. ჭიათურიდან მონასტრამდე მიემართება ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის ავლის შემდეგაც შესაძლებელია ხელოვნურად გამოკვეთილ გვირაბში შესვლა. გვირაბის გადახურვა საყრდენი თაღებითაა შემაგრებული. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, რომლის ნავებიც ერთმანეთისგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ორივე ნავი აღმოსავლეთით შვერილი აფსიდით სრულდება. ნაგებობის ფასადი შემკულია მდიდრული ჩუქურთმებით, დეკორატიული თაღებით, ჯვრებით, ჩუქურთმიანი კარნიზებით. ყურადღებას იქცევს შვერილი აფსიდის წახნაგებზე მოჩუქურთმებული ჯვრებისა და სარკმლების მონაცვლეობა. მღვიმევის ხუროთმოძღვარი სამთავისისეული დეკორის საინტერესო ინტერპრეტაციას აკეთებს, აქ ცენტრული კომპოზიცია (ვერტიკალურ ღერძზე განლაგებული ჯვარი, სარკმელი და რომბები) თითქოს დანაწევრებულია და გარდაქმნილია რიტმულ დეკორაციად. ტაძარში შემორჩენილია შემორჩენილია XIII საუკუნისა და XVI საუკუნის მოხატულობათა ფრაგმენტები, მათ შორის მონასტრის დამაარსებლის, რატი რაჭის ერისთავის, მისი მეუღლისა და ძმის, ნიანია კახაბერისძის პორტრეტები. შესასვლელი ორია – დასავლეთიდან და სამხრეთიდან, ორივე მათგანი სწორკუთხაა. ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება. მღვიმევის მღვიმეში გვხვდება საკმაოდ დიდი ნაღვენთი ფორმები.
მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ეკლესიის სახურავის აღმოსავლეთ კეხზე მოთავსებულია ვერძის თავის ბარელიეფი. ამ პატარა ტაძარს გამოარჩევს ექსტერიერის მოხატულობა, რომელიც ჩრდილოეთ ფასადზე გვხვდება. საფასადო მოხატულობა საქართველოში, გარდა სვანეთისა, დიდი იშვიათობაა. ნაგებობას მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან. მღვიმევის მონასტერში ინახებოდა უნიკალური ჭედური ხატები და ხეზე კვეთის ბრწყინვალე ნიმუში – ვაზის კარი. დღეისათვის ეს ნაკეთობები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდებშია დაცული. მღიმევის მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია.