დავითის ლავრა

დავითის ლავრა

დავითის ლავრა

დავითის ლავრა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი დავით გარეჯის მონასტრის პირველი კომპლექსია. დავით გარეჯის მრავალრიცხოვან მონასტრებს შორის დღესდღეობით მხოლოდ სამია მოქმედი – დავითის ლავრა, დოდოს რქა და ნათლისმცემელი. VI საუკუნეში გარეჯის უდაბნოში, თავის მოწაფესთან – ლუკიანესთან ერთად, მოვიდა ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი დავით გარეჯელი. დავითი და ლუკიანე პატარა Read more

ბიეთის ხიდი

ბიეთის ხიდი

ბიეთის ხიდი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურკელთან ახლოს მდებარეობს, ბიეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. აგებული უნდა იყოს გვიან შუა საუკუნეებში. იგი მცირე ზომის, ქვის თაღოვან ხიდს წარმოადგენს, რომელსაც შეისრული მოხაზულობის თაღი აქვს. ხიდის სავალი ნაწილი ბრტყელია. ჩანს აქ მდინარე მიედინებოდა, თუმცა დღესდღეობით კალაპოტი თითქმის მთლიანად მიწითაა ამოვსებული. ხიდი ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე, თაღისთვის გამოყენებულია უხეშად დამუშავებული ქვები.

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

კასპის ახალქალაქის ციხე-გალავანი

კასპის ახალქალაქის ციხე-გალავანი

კასპის ახალქალაქის ციხე-გალავანი

კასპის ახალქალაქის ციხე-გალავანი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მდებარეობს. ძეგლი XVII საუკუნით თარიღდება. კომპლექსი მოიცავს: გალავანს, ღვთისმშობლის ეკლესიასა და სამრეკლოს. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ახალქალაქი Read more

ხოვლეს წმინდა თევდორეს ეკლესია (კვირიკეწმინდა)

ხოვლეს წმინდა თევდორეს ეკლესია (კვირიკეწმინდა)

ხოვლეს წმინდა თევდორეს ეკლესია (კვირიკეწმინდა)

ხოვლეს წმინდა თევდორეს ეკლესია (კვირიკეწმინდა) შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მდებარეობს. ძეგლი XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ტაძრისგან მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი. ის მოსახლეობამ Read more